დღეს, დაახლოებით 22:30-ზე მზის სრული დაბნელებაა - როგორ უნდა მოვიქცეთ და რა არ უნდა გავაკეთოთ ამ "საბედისწერო" დღეს

2024 წელი არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენით იქნება დატვირთული. თითოეული მათგანი კი, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ადამიანებზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. ერთ-ერთ ყველაზე გასათვალისწინებელი პერიოდი 25 მარტიდან დაიწყო და 8 აპრილამდე გაგრძელდება. აღნიშნულ დროს სასწორი-ვერძის ღერძზე დაბნელების დერეფანია.25 მარტს სასწორის ნიშანში სავსე მთვარეც იყო და დაბნელების დერეფანიც დაიწყო. 8 აპრილს კი მზის სრული დაბნელება გველის. ამ დაბნელებას ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ დიდ გავლენას მოახდენს.

2024 წლის 8 აპრილის მზის დაბნელების თავისებურებები
8 აპრილს მთვარე მთლიანად დაფარავს მზეს. ეს ბოლო 20 წლის
განმავლობაში უკანასკნელი მზის სრული დაბნელება იქნება - შემდგომი დაბნელება მოხდება მხოლოდ 2042 წლის 20 აპრილს. მეცნიერები ამობენ, რომ ახლანდელი დაბნელება არის 2006 წლის 29 მარტის მზის სრული დაბნელების გამეორება. მეცნიერების ინტერესს ისიც იწვევს, რომ ეს დაბნელება ხანგრძლივი იქნება (268 წამი), რაც მათ დაკვირვების მეტ საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, მიმდინარე წელს მზე ახლოს არის 11-წლიანი ციკლის პიკზე ყველაზე მეტი აქტივობის პერიოდთან, რაც იწვევს მეცნიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან მოვლენებს.

დაბნელება დაიწყება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთი ნაწილის თავზე. სრული ფაზა დაიწყება ჩვენი დროით დაახლოებით 22:30-ზე. მთვარის ჩრდილი მოძრაობას დაიწყებს ჩრდილო-აღმოსავლეთით, გადაკვეთს მექსიკას და აშშ-ს შტატებს - ტეხასს, არკანზასს, მისურის, ინდიანას. მერე ჩრდილი კანადის აღმოსავლეთ სანაპიროს გაივლის და გაქრება ატლანტიკის ჩრდილოეთ ნაწილის თავზე. დაბნელების დანახვა დასავლეთ ევროპის ზოგიერთ რეგიონშიც კარგად გამოჩნდება, ჩვენს მხარეს - ნაკლებად. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი