როგორ გავასუფთავოთ საღებავით შესრულებული ნახატები, რომ არ დავაზიანოთ 

ნახატები ინტერიერში დღეს ძალიან გავრცელებულია. მათ შორის ზეთის საღებავებით შესრულებული ფერწერული ნამუშევრებიცაა. ისევე როგორც სხვა ნივთებს, ნახატებსაც ედებათ მტვერი, თუმცა საღებავებიანი ფენის გაწმენდა რთულია, ის შეიძლება აიქერცლოს და ნახატი დაზიანდეს.

როგორ უნდა მოვუაროთ საღებავით შესრულებულ ნახატს და როგორ გავწმინდოთ, რომ არ დაზიანდეს.

1. ნახატის გაწმენდა შეგიძლიათ მხოლოდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზედა ფენა კარგად გაშრება. მსუბუქი მტვერი ნახატების ზედაპირიდან ხავერდის, ან ფლანელისგან დამზადებული სუფთა ბალიშით სცადეთ. ეს მასალა საუკეთესოდ შთანთქავს მტვერს.

2. ფერწერის ზედაპირი უნდა გაწმინდოთ მხოლოდ ერთი მიმართულებით. ბალიშის ზეწოლა ნახატის ზედაპირზე უნდა იყოს ყველაზე მინიმალური. არ გამოიყენოთ ჯაგრისი, ბუმბული, უხეში
ქსოვილი, რადგან მათ შეიძლება დაკაწრონ ზედაპირი. გარდა ამისა, ეს საგნები მტვერს არ აგროვებენ, არამედ ფანტავენ ჰაერში. ნახატის დაზიანება ასევე შესაძლებელია ზედმეტად სველი ტილოს, ან მტვერსასრუტის გამოყენებით.

3. უკანა მხრიდან ნახატს წმენდენ იგივე ბალიშით, რბილი ჯაგრისით, ან მტვერსასრუტით. ამ დროს ნახატი ჩარჩოს მხარეს უნდა იყოს გადახრილი. მოძრაობები უნდა იყოს ძალიან მსუბუქი. მტვერსასრუტის პირი არ უნდა ეხებოდეს ტილოს უკანა მხარეს. თუ ტილოს უკანა მხრიდან დაფარავთ მუყაოთი, ან კრაფტის ქაღალდით, მტვრისგან მას უკეთ დაიცავთ.

4. ძლიერი ჭუჭყის მოსაცილებლად, ნახატი შეგიძლიათ გაწმინდოთ ოდნავ ნესტიანი ქსოვილით, ან ბამბის დისკებით. ამ მეთოდის გამოყენება არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ საღებავის ფენებს აქვს ნახეთქები და ბზარები. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი