ნივთები, რომლებიც ჭურჭლის სარეცხ მანქანაში არასდროს უნდა გარეცხოთ

ჭურჭლის სარეცხი მანქანა მართლაც გენიალური გამოგონებაა, რომელიც ადამიანების დროსა და ენერგიას ზოგავს, თუმცა ეს როდი ნიშნავს იმას, რომ ამ მანქანაში აბსოლუტურად ყველაფრის გარეცხვაა შესაძლებელი.

საცერი და ნივრის საჭყლეტი



საცერი და ნივრის საჭყლეტი არცთუ ადვილია გასარეცხია. ის საკმაო ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვს. საქმის გასამარტივებლად არ გეგონოთ, რომ მანქანას უნდა მიენდოთ. საქმე ის არის, რომ ნივრის ნაწილაკები ისე მყარად ჯდება მანქანის პრესში, რომ წლის ნაკადი მას ნამდვილოად ვერ უშველის.

რაც შეეხება საცერს, ამ შემთხვევაში საქმე უფრო სერიოზულად არის, წყალთან კონტაქტის შემდეგ ფქვილი
წებოვან მასად გადაიქცევა და ეს ზიანს აყენებს ჭურჭლის სარეცხ მანქანას.


სამზარეულოს დანები



კარგი სამზარეულოს დანები იაფი ნამდვილად არ ღირს და თუ თქვენ მოახერხეთ მისი შეძენა, გირჩევთ მას კარგად გაუფრთხილდეთ. საქმე ის არის, რომ სარეცხი საშუალებები აბლაგვებს დანის პირს.


ძველებური ჭურჭელი



თუ პატივს ცემთ ბებიის დანატოვარ ძველებურ ჭურჭელს, არასდროს გარეცხოთ მანქანაში. ეს ჭურჭელი იმ დროს არის დამზადებული, როდესაც მანქანის შექმნის შესახებ არავინ ფიქრობდა, მაშინდელი ფაიფური კი მკვეთრად განსახვავდება დღევანდელისგან. ანტიკვარული ჭურჭელი მხოლოდ ხელით უნდა ირეცხებოდეს.


პლასტმასის კონტეინერები



ყველანაირი პლასტმასისი ნივთის გარეცხვა მანქანით ნამდვილად არ შეიძლება. მაღალ ტემპერატურას, სარეცხ საშუალებებს მხოლოდ ის პლასტმასი უძლებს, რომელსაც ზედ სპეციალური ნიშანი აქვს დატანილი, ეს გახლავთ ჭიქისა და თეფშის პიქტოგრამა. თუ ის გადახაზულია, მაშინ ამ ნივთის ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა არ შეიძლება.


ხის კოვზები და დაფა



ნატურალური ხისგან დამზადებული ნებისმიერი ნივთი ვერ იტანს წყალთან ხანგრძლივ კონტაქტს.


ცხოველების ჭურჭელი



ეს ძალიან გავრცელებული შეცდომაა, რომელსაც ხშირად უშვებენ შინაური ცხოველების პატრონები. თუ უფრთხილდებით თქვენს ჯანმრთელობას, ეს არასდროს გააკეთოთ.


ჭურჭელი წებოვანი სტიკერით



სანამ ჭურჭელს სარეცხ მანქანაში მოათავსებთ, აუცილებლად მოაშორეთ წებოვანი სტიკერი.


ჭურჭელი, რომლიც არ იწვავს



ასეთმა ჭურჭელმა მართლაც კარგად გაუმარტივა საქმე დიასახლისებს, თუმცა მათი მანქანში გარეცხვას არ გირჩევთ.


ალუმინი და სპილენძი



ამ ორი მასალისგან დამზადებული ჭურჭელი ვერ იტანს ინტენსიურ რეცხვას.


დაწებებული ჭურჭელი



თუ ერთხელ მოახერხეთ და გადაარჩინეთ თქვენთვის ძვირფასი ნივთი კიდევ ერთხელ ნუ გარისკავთ, არავითარ შემთხვევაში მოათავსოთ ის ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.

კომენტარები

Nata 2018-06-11 17:47
ახალ ჭურჭელს აწერია Dishwasher Safe, ასე რომ ქვაბი და ტაფა, რომელიც არ იკრავს მშვენივრად ირეცხება ჭურჭლის მანქანაში. დანარჩენი კი ბატონო, სწორია.
პ.ს. ყველა ქალს ვუსურვებ ამ გენიალურ დამხმარეს სამზარეულოში. ზოგავს იმ დროს და ენერგიას, რომელიც შეგიძლიათ დაუთმოთ ოჯახის წევრებს.

კომენტარის დამატება