ჟურნალ "შინ"-ის ვრცელი მიმოხილვა ერთგული მკითხველისგან (დასასრული)

დასასრული. იხილეთ პირველი ნაწილი
"გურული ჰოლივუდი" და "მისტიკური ნალია" - ადგილები, სადაც "გურული დღიურები" დაიწერა - სტუმრად გიორგი კეკელიძესთან; წაიკითხეთ და დატკბით შთამბეჭდავი ფოტომასალით...
გიორგი კეკელიძის მშობლიური გარემო და ადგილები, სადაც "გურული დღიურები" დაიწერა

მსახიობი მარიანი კახიანი გულღიად გვმასპინძლობს; სიამოვნებით გვათვალიერებინებს ბინის ინტერიერს; - ამპირის კომოდი-გორკა, ძველებურ ბუფეტზე - ესპანეთიდან ჩამოტანილი "ჩამოკიდებული" კასტანიერები, "ციმერმანის" ფირმის ფორტეპიანო, ფოტოები, პრიზები; შვილის პირველი ბოტასი, რომელიც მეუღლეს კინორეჟისორ გია მატარაძეს მექსიკიდან ჩამოუტანია, როცა იგი ერთი წლის იყო... ფოტოები, ნახატები, აფიშები - კერძოდ "ბერნარდა ალბას სახლის"
აფიშა და სხვა...
მარინა კახიანის სახლი ანტიკვარული ავეჯით - „ამ სახლმა და მისმა ბინადრებმა ბევრ რამეს გაუძლეს“

საინტერესო, თავმოსაწონებელია ერთი მხატვრის მუზეუმი რომელსაც არაჩვეულებრივი მხატვრის, ნათელა იანქოშვილის ნიჭითა და ორიგინალობით გამორჩეული შედევრები ამშვენებს; მუქი ტონებითა და ასკეტური ცხოვრების შეუცვლელი სტილით...
"მითხრა, დედა კი გარდაგეცვალა, მაგრამ იცოდე, შენი მეორე დედა მე ვარო..." - ცნობილი მხატვრისა და მისი შვილობილის საოცარი ურთიერთობა

ახლა - 1500 კვ.მ. გაშლილი, მომღერლის, ანსამბლ "ალილოს" პირველი ხმის, "ქუჩის მუსიკოსების" აქტიურ წევრთან, სხვადასხვა საკრავზე ვირტუოზულად შემსრულებელ გია დავითიანის აგარაკზე ვიმყოფებით; აღმოჩნდა, რომ იგი ყველა სიკეთესთან ერთად, კარგი მეურნეც ყოფილა, რომელსაც 1986 წელს ბროწეულაში ეს ტრიალი მინდორი შეუძენია, ნულიდან დაუწყია... ეზოში 800 ძირი ტუია დაურგავს, ახლა უკვე მშვენიერი ბუჩქნარია, 100 ძირი ნაძვი აქვს დარგული... - "მოკლედ, აქაურობას აგარაკის სახე მივეცი... ბროწეულას კი ეძახიან, მაგრამ აქ "ულეველის" ადგილია, მარტყოფის ველი, სადაც საუკუნეების წინ ბრძოლები იმართებოდა"...
დაათვალიერეთ გია დავითიანის აგარაკი ბროწეულაში


სტუმრად გახლდით დუტა სხირტლაძისა და ხელოვნებათმცოდნე მარინა ნაცვლიშვილის ბინაში, რომელმაც დამატყვევებელი შთაბეჭდილება დამიტოვა, ქ-ნ მარინას შექმნილი ორიგინალური დეკორატიული ნივთების, ჭაღისა და სხვა აქსესუარების გამო; ინტერიერის პერსონალური გემოვნებისა და თამამი გადაწყვეტილებების გამო, ფერთა უსასრულო სიუხვის გამო... ასევე განსაკუთრებულია მათი აგარაკი მცხეთაში.
დუტა სხირტლაძისა და მარინა ნაცვლიშვილის აგარაკი მცხეთაში - შემოქმედებითი სავანე


ლევან წულაძისა და მანანა კაზანოვას ოქროყანის სახლი მართლაც რომ სანახავია - ორიგინალური ინტერიერით, კარმიდამოთი და მასპინძლებისთვის ძვირფასი ნივთებისა თუ საგნების ჩათვლით; - ბოსხის "დაბადება", გუგა კოტეტიშვილის ნახელავი შირმის ჩარჩო და მასზე, ქ-ნ მანანას მიერ ჩამოკიდებული ათასზე მეტი ბროლის დეტალი, ძველებური ბუხარი, მექსიკიდან ჩამოტანილი სარკე, რესტავრირებული ძველებური კამოდი, მანანა კაზანოვას შესრულებული სასცენო როლების ფოტოები, მისაღებში წინაპრების ავეჯი, ელიკოს (ძაღლის) საყვარელი დივანი და სხვა... გარე სივრცე ხეხილითა და მცენარეებით...
ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას „სამოთახიანი სახლი“ ოქროყანაში და ყველაზე ძვირფასი ნივთები

როგორი სანახავია თოჯინებისა და გემების მუზეუმი სახლში? შთაბეჭდილება მართლაც ძლიერია. სტუმრად თინათინ მაღალაშვილთან, რომელსაც ძირითადად ტანსაცმლის დიზაინერის სახელით ვიცნობთ, არადა მისი ძირითადი პროფესია არქიტექტორობაა... ვნახე საკუთარი ხელით რესტავრირებული ავეჯი... დახვეწილი გემოვნებით შექმნილი - დიზაინით მოწყობილი კაფე; მისი ძირითადი ნიშაა - ვინტაჟი, არტი და თბილისი.
თოჯინების და გემების მუზეუმი სახლში და ორიგინალური ინტერიერი - შინ თინათინ მაღალაშვილთან

ძალიან მინდოდა, მოვხვედრილიყავი ცნობილი ექიმის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის წევრის გუგა ქაშიბაძის ოჯახურ გარემოში, სადაც ოჯახური რელიქვიებია დავანებული, სადაც ხშირად ისმის მამადავითის ეკლესიის ზარების ხმა, სადაც მთაწმინდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილს ხელითაც კი შეეხები... ასეთ სიმშვიდეს, თბილისის სხვა უბანში, იშვიათად შეხვდები... მამადავითის ფერდობისკენ მიმავალ გზის ბოლოს დგას სახლი, რომლის ერთ-ერთ ბინაში ბატონი გუგა ცოლშვილთან ერთად ცხოვრობს... კედლებს მამამისისა და მისი ნახატები ამშვენებს, ასევე მისი შექმნილი ლითონის ფიგურები და თოჯინები, რომლებიც უკვე კერძო კოლექციებშია და თავად მხოლოდ ფოტოებზეღა შემორჩენია... ინტერიერს მისი ჩოხაც ამშვენებს; საინტერესოა პაციენტის ნაჩუქარი ჭოგრიტი, ჩიბუხების კოლექცია, ჭრელი, ძველებური ფარდაგები, ლამპები, ნახშირის ბუხარი, წინაპრების ნაქონი ჩაის ჭიქები, ნინო ჭანკვეტაძის ორი ნახატი, მშრალ ხიდზე შეძენილი ხის ჩემოდანი, რომლის ძირზე ლონდონისა და პარიზის საბაჟოს გავლის ბეჭდები არტყია; ორივე ჩუქურთმიანი ბუფეტი, ღია და მუქი, დედ-მამისგან ერგო; ერთ-ერთს ბატონ გუგას ბაბუის გრიგოლ იაშვილის 1929 წელს გადაღებული ფოტო ამშვენებს...

ბატონი გუგა ძირძველი მთაწმინდელია - ხუთ წლამდე ნიაღვრის ქუჩაზე იზრდებოდა, შემდეგ ჭონქაძეზე ცხოვრობდა, ახლა კი დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე ცხოვრობს...
დაათვალიერეთ გუგა ქაშიბაძის სახლი და ოჯახური რელიკვიები

მოკრძალებითა და ინტერესით ვათვალიერებ აღდგენილ, რესტავრირებულ 150 წლის სამხატვრო აკადემიის დარბაზებს, რომელშიც აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთადაა მოქცეული... ყველაფერი მაშტაბური და შთამბეჭდავია; მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ეს ურთულესი, შრომატევადი სამუშაო ასეთი სიყვარულითა და მონდომებით გასწიეს... მეგზურობას აკადემიის რექტორი, გამოჩენილი, დამსახურებული მხატვარი, ბატონი გია გუგუშვილი გვიწევს, რომლის ღვაწლიც ამ საქმეში უდიდესია... ეს უნდა ნახოთ!..
150 წლის შენობა - ულამაზესი სამხატვრო აკადემია და მისი დღევანდელობა

გაოცებული ვათვალიერებ (თანაც ხშირად) ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კორძახიასა და მხატვარ ირაკლი სუთიძის საინტერესო ისტორიით გაჯერებული სახლის ინტერიერს თავისი უამრავი ანტიკვარული ნივთებით, ფერწერული ტილოებით, რომლებიც იდუმალი უცნაურობებით ავსებს მათთან მისულ სტუმრებსა თუ მეგობრებს... აქაა ანტიკვარული უნაგირი, ძველებური სასწორი, უთო, მაკრატლები, დანები, ბოკლები, ქილები, ბოთლები, ფარდაგები და რა ვიცი, კიდევ რა...
საოცარი სახლი, სადაც მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე ცხოვრობენ - სტუმრად ქეთევან კორძახიასა და ირაკლი სუთიძესთან

საინტერესო იყო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში განთავსებული ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმის დათვალიერება... ექსპოზია გაგვაცნო მუზეუმის მენეჯერმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა მამუკა ჭანტურიამ...
ვინ იყო გოგონა, რომელიც მომაკვდავ ვაჟა-ფშაველას უვლიდა - "გამაციეს ამ ოჯახქორებმაო"

ინტერესით გავეცანი მსახიობ გიორგი მახარაძის ბინის ინტერიერს, ამბავს სტრადივარიუსის ვიოლინოს დაკარგვის შესახებ... დავათვალიერე 50 წლის წინ დუბაიდან ჩამოტანილი მაგიდა, სკამები; კომპოზიტორისა და პედაგოგის ანდრია ყარაშვილის ნაქონი როიალი (დაახლ. XVII-XVIII ს.ს.), რომლის სახურავზეც დგას საათი, რომელიც ათეული წლის წინ, ოჯახის უფროსისთვის - ქორეოგრაფ გრიგოლ ჩივაძისთვის თანამშრომლებს უჩუქებიათ; ძალიან ძველი, XVII ს-ის მიქაელ მთავარანგელოზის ხატი, მისი მსგავსი შეიძლება ერთი ან ორი არსებობდეს... ყვებიან გიორგის დედა თეო ჩივაძე და ბებია ქ-ნი ნათელა ჩივაძე: - "დედამთილი ამბობდა, რომ ბებიაჩემისგან მაქვს სახსოვრადო". თავისი ადგილი უკავიათ პატრიარქის ნაჩუქარ ყაზანიდან ჩამობრძანებულ ხატებს; ბინაში საკმაოდაა ფერწერული ტილოები, რომელთა უმრავლესობის ავტორი ახლობელი გულო მაჩაიძეაო... არაერთი დეკორატიული თეფში იწონებს თავს, სარკე, რომელიც წინაპრებისგან მემკვიდრეობით ერგოთ; წლების წინ გრიგოლის მამას რუსეთში 13 წლის ზანგი ბიჭის ქანდაკება შეუძენია, რომელსაც თავზე თურმე აკვარიუმი ედგა - იგი ოჯახისთვის საგვარეულო რელიკვიაა...
მოგზაურობა გიორგი მახარაძის სახლში - 3 საუკუნის როიალი და სტრადივარის ვიოლინო

არაჩვეულებრივია მხატვარ-დიზაინერის ნინო აბზიანიძის ბაღი ქუთაისში, 150 სახეობის ვარდი და თექაზე გადატანილი ფერწერული ტილოები... ასევე, წალკოტი თუშეთიდან სოფ. დართლოდან თამრო იდოიძის შრომისა და გემოვნების შერწყმის შედეგი: - "ჩვენი სახლი ჩვენ გარდა უამრავ უცნობ ადამიანს შევაყვარეთ"... მხატვარ ეკა ხუნწარიას აბრეშუმის სამყარო: - "როგორც მხატვარი ტილოზე, ისე ვხატავ აბრეშუმზე - "ესაა ფერწერა აბრეშუმზე"... ასევე, ფოტოგრაფ გიორგი ცაავას წინაპრების სახლში, საკუთარი ხელით შექმნილი მყუდრო, კომფორტული გარემო... შოთა და ნიკოლოზ მელივების ხელით მოხატული დარბაზი და ქანდაკების ენაზე გადმოცემული სათქმელი... ვერც მუსიკოს გიორგი სუხიტაშვილის მიერ საკუთარი ხელითა და შეხედულებებით შექმნილ ინტერიერსა და კომფორტის ზონას გამოვტოვებდი... ვერც ქეთი ხატიაშვილის ახალ ბინას, რომლითაც მან დიდი ხნის ოცნება აისრულა... გემოვნებით მოწყობილ ინტერიერსა და, რაც მთავარია, ჯილდოების კუთხეს...

150 სახეობის ვარდი, საოცარი ბაღი და თექაზე გადატანილი ფერწერული ტილოები - სტუმრად ნინო აბზიანიძის წალკოტში

ტელეწამყვან გვანცა დარასელიას მშვენიერ სახლს მცხეთაში - სწორედ გადანაწილებული სივრცითა და შესაშური სიმყუდროვით... არ გამომრჩენია მხატვარ ირმა კუსიანის შემოქმედებითი გარემო, რომელსაც იგი ერთგვარი ლოზუნგით უძღვება: - "არ უნდა გაიყინო ერთ ადგილზე, ხელოვნებისთვის ეს დამღუპველია"... ბულაჩაურის აგარაკი მისმა მხატვარმა მეუღლემ საკუთარი ხელითა და გემოვნებით მასთან ერთად გააშენა... მათი ნახატები ბევრ კერძო თუ სხვა კოლექციებს ამშვენებს, როგორც საქართვეოში, ისე უცხოეთში...
დაათვალიერეთ სახლი მცხეთაში, სადაც გვანცა დარასელია თბილისიდან გადასახლდა - „არც ვფიქრობთ თბილისში დაბრუნებას...“

წარსულთან შერწყმული თანამედროვეობა და ბერიკაშვილების ოჯახის რელიქვიები: თენგიზ მირზაშვილი, რეზო გაბრიაძის, რუსუდან ფეტვიაშვილის, ქეთი მატაბელის, ნიკო ცეცხლაძის, ზურაბ (პაკო) ნიჟარაძის, გოჩა მაისურაძისა და სხვების ნახატები; სტუდენტების მიერ ქ-ონ მანანა ბერიკაშვილისთვის ნაჩუქარი ჩემოდანი, ბ-ონ გივის ნაქონი საყვარელი ჭიქა; ბადრი ფილიშვილის მიერ არაჩვეულებრივად დახატული მსახიობის პორტრეტი... ბატონ გივის პაპის ნაქონი ვერცხლის ჭიქები, ძალიან ძველი დესაო, მარმარილოთი მოპირდეთებული ბუხარი, წიგნები, უამრავი სუვენირი, ფოტოები, ქოთნის ყვავილები... გემოვნებით მოწყობილი ინტერიერი!
წარსულთან შერწყმული თანამედროვეობა და ბერიკაშვილების ოჯახის რელიკვიები

ტიხრული მინანქარის საოცარი ოსტატი პაატა პაატაშვილი, რომლის ნამუშევრები პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პირად კოლექციებშია...
"მე ვარ და ჩემი ნაბადი ანუ მფრინავი მთიელები" - საინტერესო წერილია...
ფოტოგრაფ მირიან გუჯაბიძის მარანი კორპუსის ბინაში; არაჩვეულებრივი ინტერიერი, მყუდროება და სიხალისე...
მარანი კორპუსის ბინაში და... საქართველოს ხედებით გალამაზებული კედლები

წარმატებული ქართველი მოქანდაკე ერეკლე წულაძე - ქანდაკების როლზე ინტერიერში... მშვენიერია მისი ნამუშევარი - "მე, შენ და ბათუმი!"
დავით კაკაბაძის ხელოვანი შვილიშვილის მიერ შექმნილი უნიკალური ნივთები...
თანამედროვე კერამიკური ნიმუშები ინტერიერ-ექსტერიერში და ნახატი - შპალერის ნაცვლად - ახალგაზრდა მხატვარ-კერამიკოსი ელენე ჩლაიძე.
სად იქმნება რუსუდან ფეტვიაშვილის ფერწერა, გრაფიკა და ილუსტრაციები... - ყველასთვის საინტერესო ინტერვიუ...


ინტერესითა და სიამოვნებით დავათვალიერე პოეტ ნანა ცინცაძის ხელოვნებით გაჟღენთილი სახლი: - მის ლექსებზე დაწერილი სიმღერების დისკები, ბიბლიოთეკის ნაწილი, წარმატების კუთხე (ჯილდოები), ტურინის ხელთუქმნელი ხატი, პოლონეთიდან ჩამოტანილი სერვიზის ნაწილი, ქეთი ვეფხვაძის - "ვეფხვი", ყვავილების საინტერესო ლარნაკები თავისი დიზაინით; თენგიზ მირზაშვილის, ილო პატაშურის, კახა ჩხარტიშვილის ფერწერული ნამუშევრები; დავით მაღრაძის - "ხეები", სუვენირები, ფოტოები და სხვა; - "ჩემთვის ნივთებს რიტუალური დატვირთვა აქვს და არა ღირებულებითი, რადგანაც მნიშვნელოვანია არა ფული, არამედ ადამიანები"... - ამბობს პოეტი.
ნანა ცინცაძის ხელოვნებით გაჟღენთილი სახლი და მისთვის ძვირფასი ნივთები

სამხატვრო აკადემიის ლექტორი, მოქანდაკე რეზო ხასია დარწმუნებით ამბობს, რომ - "საქართველოში ქანდაკება ინტერიერში ნელ-ნელა აქტუალური ხდება, უცხოეთში იგი რა ხანია, კარგ ტონად ითვლება"... მისი ნამუშევრების არაერთგვაროვანი ხიბლი დიდ ინტერესს იწვევს...

პანდემიის დროს ნიაზ დიასამიძეს თელავურ სახლში ახალი საქმე წამოუწყია - ხეზე მუშაობა, სხვადასხვა მასალით... მისმა ხელნაკეთმა გობებმა საზოგადოებაში აღფრთოვანება და გაოცებაც გამოიწვია... - "მამა არქიტექტორი მყავს, ბიძები მხატვრები, ამიტომ ეს ატმოსფერო ჩემთვის უცხო არ იყო. ასე 15 წლის ვიქნებოდი, საფრანგეთში, ბიძაჩემის სახელოსნოს ერთი ხის ოსტატი შემოეკედლა. იმ კაცმა მასწავლა ხეზე მუშაობა. მას შემდეგ თავისუფალ დროს სულ ვთლიდი"... რემონტიც თავად გაუკეთებია, ორიგინალურია სახლის ინტერიერი... ეს თავად უნდა ნახოთ!
ნიაზ დიასამიძის თელავური სახლი და ახალი საქმე, რომელიც პანდემიის დროს წამოიწყო

სასიამოვნო იყო ის საათები, რომელიც წარმატებულ მუსიკოსთან, ჯაზშემსრულებელთან, თავის საქმის პროფესიონალთან მაია ბარათაშვილთან გავატარე; - "ჩემთვის სახლი ასოცირდება უალამაზეს თავშესაფართან, სიმშვიდესთან, სადაც ვერავინ შემოაღწევს ჩემი ნების გარეშე... ყველაზე მეტ დროს სამუშაო ოთახში ვატარებ... პროფესიით არქიტექტორი ვარ... ჩემი საყვარელი არქიტექტორია ზაჰა ჰადიდი, ერაყული წარმოშობის ქალი არქიტექტორი, უნიკალური შედევრების ავტორი, რომელმაც სუპრემატული მიმართულება გააცოცხლა. სამწუხაროდ ზაჰა ცოცხალი აღარ არის, თუმცა მისი ბიურო ისევ ფუნქციონირებს. მან დატოვა დიდი საგანძური, ტექნოლოგიები... სიამოვნებით ვიცხოვრებდი მის დაპროექტებულ სახლში. ეს იქნებოდა ჩემთვის იდეალური სივრცე" - ამბობს მუსიკოსი.
ბავშვობის მოგონებებით გაჯერებული სივრცე და აფიშები ინტერიერში - სტუმრად მაია ბარათაშვილთან

საინტერესოა: საქართველოს ფიგურული ციგაობის პრეზიდენტის მაკა გიორგობიანის მყუდრო აგარაკი სოფ. წავკისში - ყვავილების ბაღითა და ბინის საინტერესო ინტერიერით...
მაკა გიორგობიანის მყუდრო აგარაკი, რომელიც მისთვის ძირითად საცხოვრებლად იქცა

მარკეტოლოგ ნინო ჩიჩუას ბინა გამორჩეული დიზაინითა და მოხატული ჭერით - მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს...
გამორჩეული ბინა თბილისში მოხატული ჭერით და საუცხოო დიზაინით

ქართული სამოსის ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე, საინტერესოდ გვიყვება ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი - იზოლდა მელიქიშვილი...
როგორია ფოტოგრაფის თვალით დანახული საქართველო - საოცნებო მოგზაურობა გიორგი შერმაზანაშვილთან ერთად...
ნიკოლოზ ბერიანიძის თანამედროვე და ამავდროულად ძალიან ტრადიციული ნამუშევრები - ლითონი ინტერიერში: კიბის მოაჯირები, შვიდტოტა შანდალი... მას განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ქართული შანდლის დაბადებაში...


პიარმენეჯერმა ანა კოშაძემ ქალაქის პრესტიჟული უბანი - წყნეთსა და ბაგებს შორის, კაკლების უბანზე გაცვალა; სადაც ორ შვილთან და მეუღლესთან ერთად გადავიდა... ორსართულიანი სახლი თავად აიშენეს; სუფთა ჰაერი, კარგი ხედი, სიმშვიდე... ეს ის ფასეულობებია, რისთვისაც ღირდა ამ ნაბიჯის გადადგმა...
რატომ გაცვალა ანა კოშაძემ თბილისის პრესტიჟული უბანი ქალაქის შემოგარენზე?

ბატონმა გია ხუხაშვილმა საკუთარი გემოვნებითა და დიზაინით საინტერესო, ორიგინალური სახლი აიშენა, რომელშიც პრაქტიციზმი, ესთეტიური მხარე მშვენივრადაა ერთმანეთში შერწყმული...
სახლი, რომელიც გია ხუხაშვილმა საკუთარი დიზაინით და გემოვნებით მოაწყო

ჟურნალისტმა დაჩი გრძელიშვილმა და მისმა მეუღლემ ირმა იანტბელიძემ სოფელ ღულელებში ბედნიერების კუთხე მოიწყვეს... ოჯახის ყველა წევრზე გადანაწილებული საქმეები და მათი ინტერესების გათვალისწინებამ - მოუტანათ ჰარმონიული ურთიერთობები... ამ გარემოში დაჩიმ დურგლობაც კი ისწავლა...
"ყველას გადანაწილებული გვაქვს საქმეც და ინტერესებიც..." - ჟურნალისტისა და მისი ცოლ-შვილის მიერ სოფლად მოწყობილი ბედნიერი კუთხე

ძალიან შთამბეჭდავი იყო სტუმრობა მოდელთან, ირინა ონაშვილთან მის თანამედროვე, მყუდრო, გემოვნებით გადაწყვეტილი ინტერიერით დამშვენებულ ბინაში, ულამაზესი პატარების ნახვა...
"მიყვარს ბინა, სადაც მზის სხივები უხვად შემოდის" - სტუმრად ირინა ონაშვილთან

თავის საოცნებო ბინაში მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა ინტერიერი თავად განსაზღვრა და მოაწყო კიდეც, რაშიც საოცარი ცოდნა, პრაქტიციზმი და გემოვნება წარმოაჩინა; ყოველივემ კი ბინას მყუდროება და ესთეტიზმი შესძინა...
„ეს ჩემი საოცნებო ბინაა...“ - შინ ნოდიკო ტატიშვილთან, მის მიერ მოწყობილ ინტერიერში

სტუმრად ვარ მრავალმხრივ ხელოვანთან, ლითონის ქანდაკების საოცარ ოსტატთან - ლევან ჯოხაძესთან, რომელმაც რკინაზე აქტიური მუშაობა 21 წლის წინ დაიწყო... მისი რკინის ფიგურები, როგორც თავად ამბობს - "გრამატიკულად დანგრეულია"... თითოეულ მათგანს ათვალიერებ და ხედავ, რომ სწორედ კლასიკისგან გადახვევა ანიჭებს ამ უცნაურ ტიპაჟებსა და მის ავტორს ორიგინალობას"... "უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ გარემოს მოიხდენს ლითონის ქანდაკება"...
ლევან ჯოხაძის „გრამატიკულად დანგრეული“ ფიგურები

ყურადღებას იპყრობს მხატვარ თამუნა ჯაფარიძის დეკორის ნამუშევრები; - "დღეს ორიგინალურ, ხელნაკეთ ნივთებზე მსოფლიოში მეტი მოთხოვნაა, ვიდრე მასობრივ, ერთფეროვან ნივთებზე... სახლის დეკორი და ინტერიერის დიზაინი მისი მფლობელის ხასიათზე გვიყვება, გემოვნებასა და ინდივიდუალიზმზე; როდესაც სახლში ესთეტიკურად ვიზუალურად ორიგინალური ნივთებია, იქ ყოველთვის შემოქმედებითი გარემო და ხელოვნებასთან უწყვეტი კავშირია... სივრცის სხვადასხვა ზონებად გამოყოფა შირმით ძალიან მოსახერხებელია... ასევ ვმუშაობთ მე და ჩემი მეგობარი ამირან კაკაჩია"...
"დღეს ორიგინალურ, ხელნაკეთ ნივთებზე მსოფლიოში მეტი მოთხოვნაა, ვიდრე მასობრივ ერთფეროვან ნივთებზე" - დეკორის ორიგინალური ნამუშევრები ქართველი ხელოვანებისგან


სიამოვნებით დავათვალიერე ვახო ბიჭიკაშვილის ბინა, რომელიც მართლაც ისეა მოწყობილი, რომ ადამიანმა კომფორტულად და მშვიდად იგრძნოს თავი... კედლებს ნიკო ცეცხლაძის, ანა მაღლაკელიძის, ზურა გომელაურის, გია ბუღაძის ნამუშევრები ამშვენებს; აქვეა თავად ვახოს ნახატებიც, რომლებსაც იგი თავისუფალ დროს სიამოვნებით ასრულებს... სასიამოვნო, ორიგინალური ინტერიერი, აივანზე ულამაზესი ქოთნის ყვავილები, იქიდან დანახული ლამაზი ხედი მართლაც კომფორტის საწინდარია...
„ვცდილობდით, ინტერიერი კარგი განწყობის მომტანი ყოფილიყო“ - სტუმრად ვახო ბიჭიკაშვილთან

საინტერესო, ორიგინალურ ნამუშევრებს გვთავაზობს თელავში მცხოვრები მხატვარი მარი ლევაშენკო, რომლის ლურჯი ვარდების გარემოცვაშია მოქცეული ხელით მოხატული სკივრი, ჩემოდნები, სანათებად ქცეული ღვინის ბოცები, კედლებზე ორიგინალური, მისი ხელწერით შესრულებული ფერწერული ტილოები... მისი რამდენიმე ნამუშევარი თელავში გახსნილ გალერეაში "სხვა" - საპატიო ადგილზეა გამოფენილი... ეს უნდა ნახოთ! 
სტუმრად თელაველ მხატვართან - ხელით მოხატული ავეჯი, ჩემოდნები და სანათებად ქცეული ღვინის ბოცები

წლების შემდეგ, თბილისიდან უკან, იმერეთში დაბრუნებულმა "რკინის ჯადოქარმა", "რკინით მხატვარმა", პროფესიით იურისტმა ზაზა წულუკიძემ მამაპაპისეულ მიწაზე სახლი ააშენა და ფერმერული მეურნეობაც წამოიწყო; - "ჭიშკრის გაკეთება მინდოდა, მანამდე რკინასთან შეხება არ მქონია, გადავწყვიტე თავად გამეკეთებინა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობდი ყველაფერს; ყოველივე ასე დაიწყო... ყოველთვის ვოცნებობდი რომელიმე მხატვარი გამეცნო და მისი ნახატი შინ მქონოდა, შემდეგ თავად ვცადე; ყოველი კედლისთვის ვქმნიდი კომპოზიციებს"... ამ საქმეში მეუღლე და ორი ქალიშვილიც ეხმარებიან. გასაოცარი, შესანიშნავი, ორიგინალური ნახატები და კომპოზიციებია წარმოდგენილი... არაჩვეულებრივია, ყველა ქვეყნის გალერეას რომ დაამშვენებდა, - ხანდაზმული წყვილის შეხვედრა ქოლგის ქვეშ, სათაურით - "შეხვედრა წარსულთან"... ბედნიერი ვარ, რომ ჟურნალის ფურცლებზე მაინც ვნახე...
„რკინით მხატვარი“ იმერეთიდან და მისი ლითონის კომპოზიციები ინტერიერში

სტუმრად ვარ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგის, პოეტის, მხატვრის, ფოტოგრაფის არსენ გვენეტაძის სახლში, რომლის კრედოა: - "ცხოვრება მარტივია, თუ არ გაირთულებ". "საკუთარი თავის პატივისცემა არის ბედნიერება" - ასე დაარქვა მან სამნაწილიან ნახატს, რომელსაც ამავე დროს, თავისი ცხოვრების გვ-ის უწოდებს. სამივე ნაწილის სიმაღლე 176 სმ. გახლავთ. - "საკუთარი თავის პატივისცემას თან ახლავს თავისუფლების განცდა". ბინის ორიგინალურ ინტერიერს როიალი, ტყავის სამეული, მისი დამაფიქრებელი ნახატები ამშვენებს, ასევე სუვენირები, წიგნები, ფაიფურის ჭურჭელი და ა.შ. მის ცხოვრებას წითელ ზოლად გასდევს ციტატა მისი ლექსიდან: - "გახსოვდეს დრო შეზღუდულია,/ მცირდება, როგორც "შაგრენის ტყავი"!/ მაშ, ნუ გაფლანგავ დროს უნიათოდ/ და ნუ იცხოვრებ სხვისი ცხოვრებით,/ ნუ გაებმები დოგმის მახეში,/ იგრძენი სული თავისუფალი,/ პატივი ეცი გულისთქმას შენსას/ და ნუ იცხოვრებ სხვისი აზრებით./ "იყავ "შიშველი", იყავ "სულელი",/ თუნდაც "მშიერი",/ თავისუფალი, ღირსეული და ბედნიერი".
ბედნიერების ძიებაში არსენ გვენეტაძესთან ერთად - ცნობილი ექიმის ნახატებითა და ბევრი პოზიტივით სავსე ბინა

ვსტუმრობდი: - მომღერალი მარიკა თხელიძის თეთრსა და დახვეწილ, კომფორტულ სახლს...,
მარიკა თხელიძის „თეთრი სახლი“

ლალი ტოტიკაშვილისა და მისი მეუღლის აგარაკს ზედა ლისზე, რომელიც მათ პროფესიონალებმა დაუპროექტეს...
"ისე გამოვიდა, რომ კოვიდს აქ „ვემალებით“ - ლალი ტოტიკაშვილის აგარაკი ლისზე

პროდიუსერ ნატო დუმბაძეს..., მხატვარ ინგა გელაშვილს, რომლის ნამუშევრებით თავად პიერ კარდენი დაინტერესდა..., ნიკოლოზ ჯაფარიძეს - მონუმენტალისტს, რომელმაც მოგზაურობით, შთაგონებული ფერებით შექმნა ფერწერა..., მაკა ზამბახიძის ულამაზეს სახლს ტყის პირას...,

ცნობილი დიზაინერის გამორჩეული ბინა - სტუმრად ნინო ბაბუხადიასთან

ნინო ბაბუხადიას - ცნობილ დიზაინერს, სოლოლაკში, რომლის ბინას ჭერზე სარკე ამშვენებს, ასევე ნინო ჩუბინიძის საინტერესო ქანდაკება..., ვანო აბულაძეს - დავათვალიერე მისი კომფორტის ზონის ინტერიერი, ჰობ-არტში შექმნილი საინტერესო ფიგურები..., დიზაინერ ტატა გელაძეს, გავეცანი მის რჩევებს რემონტის თაობაზე... საინტერესო მხატვარს ლაშა სულაკაურს..., ანი ალიბეგაშვილს ყაზბეგში, რომლის სახლიც უამრავ ადამიანს აღაფრთოვანებს..., არქიტექტორ ნიკა კოჭლამაზიშვილის..., დიზაინერ თეონა თავართქილაძეს, რომლის თქმითაც მისი შექმნილი სახლი, მისი ოჯახის წევრებს ჰგავს...,

მოდელ ნინო ორდენიძეს, რომლის ულამაზესი სახლი წყნეთშია; - "ალბათ კორპუსში აღარასოდეს დავბრუნდები"... ყურადღება მიიქცია ნაპოლეონის ზარმა, ნინოს ბებიის ნაქონმა ძველებურმა საათმა, ზედა ნაწილში მოჩუქურთმებულმა, სარკეებიანმა კარადამ, მშრალ ხიდზე შეძენილმა შანდალმა და სხვა.
„კორპუსში საცხოვრებლად აღარასდროს დავბრუნდები“ - ნინო ორდენიძის სახლი წყნეთში

სალომე გოგიშვილის და ვახო ნიკოლაიშვილის ვაკეში სამსართულიან სახლში, კინოთეატრითა და აუზით, ორდონიანი კაბინეტით, სადაც ისინი 4 შვილთან ერთად ცხოვრობენ; კედლებს ზურა გომელაურის, რუსუდან ხანთაძე-ანდრონიკაშვილის, დათუნა სირბილაძის ნახატები ამშვენებს... დასამახსოვრებელია ოთახების სივრცე და ინტერიერი.
სალომე გოგიაშვილის სამსართულიანი სახლი აუზითა და კინოთეატრით შუაგულ თბილისში

სულ მინდოდა ხელოვანთა უსაზღვროდ საინტერესო სახლში მოხვედრა, სადაც მუდმივმოქმედი გამოფენა ყოველთვის ელის მნახველებს... კი, სწორად მიხვდით, სტუმრად ვარ რუსთაველის თეატრის, ჩვენთვის უსაყვარლეს მსახიობებთან - ჟანრი ლოლაშვილთან და თათული დოლიძესთან! სახლი საინტრესოა არქიტექტურულად, ორიგინალური ინტერიერით, პრაქტიციზმით - სახლის მოწყობის იდეა ბ-ნ ჟანრის ეკუთვნის; მიუხედავად არცთუ მცირე სივრცისა, მაინც საკმარისი არ არის, მიუხედავად ამისა, თემო ჯაფარიძის, თემო გოცაძის, გივი კასრაძის, შალვა მატუაშვილის, გივი ვაშაკიძის... ფერწერულ ტილოებს საპატიო ადგილი უკავიათ... მთავარია, რომ ყველგან - ზევით, თუ ქვემოთ - სახელოსნოში, ყველგან ბ-ნ ჟანრის საინტრესო მხატვრობა ვრცლადაა წარმოდგენილი... სამზარეულოდან გამოსული პატარა ბაღში ხვდები, რაც რეალურ ყოფიერებასთან გაბრუნებს; ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც სახელოსნოდან ამოსული ხეთა ფოთლების შრიალს თვალს მიადევნებ... აქაა აუზი, საუნა... - "სკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, თუ რამეს ვიტყვი - გაცხადებულად!.." - ამბობს მსახიობი, "უნდა დავფიქრდეთ, რა არის მთავარი და რა - მეორეხარისხოვანი"...
სტუმრად ჟანრი ლოლაშვილსა და თათული დოლიძესთან - სამსართულიანი სახლი ფრანგული აივნებით და მუდმივმოქმედი გამოფენით


თეატრისა და კინოს მსახიობი ქეთი ჩხეიძე თბილისის ერთ-ერთ ძველ და ლამაზ უბანში, წინაპრების ასწლოვან სახლში ცხოვრობს, რუსთაველის #50-ში, XIX ს-ში აშენებულ სახლში, რომელიც მის დიდ ბებიას ეკუთვნოდა... კედლებს რეჟისორ გიზო ჟორდანიას (ბიძის), სოფიკო ჭიაურელის პორტრეტები ამშვენებს, ასევე ელენე ახვლედიანისა და პეტრე ოცხელის ახალგაზრდობის ფოტოები; კედლის ღუმელი, ძველებური ბუფეტი, დიდი ბებიის ჭაღი და, რაც მთავარია, პატარა ბაღი... სივრცეში ინტერიერი სწორადაა გადანაწილებული, რის გამოც საოცარი კომფორტი და მყუდროება იგრძნობა...
„წინაპრების სახლი ჩემთვის ძალიან ძვირფასია...“ - შინ ქეთი ჩხეიძესთან, ასწლოვან სახლში

მუსიკოს ნიკა ნიკვაშვილის ბინაში საინტერესო, თანამედროვე ინტერიერი თავს დამსახურებულად იწონებს; მისაღებში ინსტრუმენტებითა და ნიკას მიერ ევროპულ ქალაქებში გადაღებული ფოტოებია გამოფენილი, აქვეა წიგნების თარო, რომელსაც მისთვის დიდი დატვირთვა აქვს. "მშობლების ბინაში უფრო მეტი წიგნია, იქ ბიბლიოთეკაა"... - ამბობს ნიკა. თაროზე განსაკუთრებული ადგილი დათმობილი აქვს ჭ. ამირეჯიბის ნაჩუქარ წიგნებს მისივე ავტოგრაფით, მისთვის ბიძინა კვერნაძის ნაჩუქარი მაჯის საათი შეუცვლელი საჩუქარია, ასევე თაყვანისმცემლისგან ნაჩუქარი ალ. პუშკინის მოოქროვილყდიანი წიგნი... ოთახებში ქოთნის ყვავილების ზომიერი და სასიამოვნო სიმწვანეა; - "ჩემთან არაა ტიპიური ქართული სივრცე, უფრო ევროპულია, რაც ძალიან მომწონს, მგონია, თითქოს სხვა სამყაროში ვარ... ამას აივნიდან დანახული სივრცე კიდე უფრო მეტ ხიბლს მატებს"... - ამბობს ნიკა.
„სახლი ჩემთვის სასტუმროსავით იყო...“ - რამ დააბრუნა მუსიკოსი ნიკა ნიკვაშვილი შინ

სევდასა და სიხარულს იწვევს - მიხეილ თუმანიშვილის 20 წელზე მეტ ხანს, თბილისთან ახლოს, თეთრიწყაროს რაიონში დაკეტილი აგარაკი, რომელიც მისმა შვილიშვილმა, მარკეტოლოგმა, ფიტნესმწვრთნელმა ნინა მენთეშაშვილმა გამოაცოცხლა და სიცოცხლე შთაბერა... - "ბაბუას ძალიან უყვარდა ეს ადგილი, აქაური ბუნება და არაჩვეულებერივი ხედი ჩვენი სახლიდან... ვფიქრობ, გაუხარდებოდა აქაურობის განახლებულ და გალამაზებულ მდგომარეობაში ნახვა. იმედი მაქვს, მოეწონებოდა ის, რაც გავაკეთეთ"...
"20 წელზე მეტი დაკეტილი იყო სახლი... ცუდ მდგომარეობაში დაგვხვდა..." - მიხეილ თუმანიშვილის აგარაკი, რომელიც მისმა შვილიშვილმა გააცოცხლა და გააახლა

გამორჩეულია მომღერალი გიგი დედალამაზიშვილისა და მარინა კარპიის ბინა, რომელიც უკრაინელმა დიზაინერმა დააპროექტა; მობინადრეებისათვის მთავარია, რომ ნათელი და მზიანია... ინტერიერი ქართული და უკრაინული გემოვნებითაა გაწყობილი, რაც მათ ინდივიდუალურ გემოვნებაზე მიანიშნებს. წიგნებს გამორჩეული, განსაკუთრებული ადგილი და დატვირთვა აქვს... საინტერესოა ქართული ორნამენტებით გაფორმებული ოთახისა და გარდერობის კარებები...
გიგი დედალამაზიშვილისა და მარინა კარპიის ბინა, რომელიც უკრაინელმა დიზაინერმა დააპროექტა


ორიგინალური ნივთების და საინტერესო ამბების ტყვეობაში აღმოვჩნდი რესტავრატორის, არქიტექტორისა და კოლექციონერის ქ-ნ ეკა ეგაძის სახლში, სადაც ეპოქები ერთმანეთს ცვლის... უდგას ძველი როიალი, ბერიას დას ეკუთვნოდა, ძმამ დას აჩუქა, ამის დასტურია ინსტრუმენტზე დამაგრებული ლატუნის დაფა; - "როიალი ცნობილი რესტავრატორის იურა ხარლამოვთან, 47-ე სკოლის სარდაფის სახელოსნოში აღმოვაჩინე"... ბინას ორი ბუხარი აქვს, რომლებიც ქ-ნ ეკას პროექტითაა გაკეთებული, წიგნები, ფერწერული ტილოები, ანტიკვრული ნივთები, თუნგები, დოქები, ფოტოები... ყველას ვურჩევ ნახონ და ისიამოვნონ მისი ინტელექტითა და გემოვნებით... - "არიან ქალები, რომლებსაც ტანსაცმლის მაღაზიებში სიარული სიამოვნებთ, ჩემი აღმაფრენა კი ხელსაწყოებისა და სამშენებლო მასალების მაღაზიებში ხდება"...
სახლი, რომელიც უწინ ერეკლე მეორის დის აგარაკი იყო და დღეს ახალგაზრდა წყვილი ცხოვრობს

საგურამოში ინტერესით დავათვალიერე მხატვარ მამუკა ცეცხლაძის სახლი-სახელოსნო, სადაც იგი მეუღლესთან, მხატვარ ლია შეყილაძესთან და ერთ-ერთ ვაჟიშვილთან, ლუკასთან ერთად ცხოვრობს... - "ჩვენთის აუცილებელი იყო ასეთი ნავსაყუდელი. პანდემია რომ დასრულდა და სიტუაცია ცოტათი ჩაწყნარდა, საცხოვრებლად აქ გადმოვედით... ვგეგმავთ როგორც ჩვენთვის, ისე მეგობრებისთვის გამოფენების გამართვას. გეგმაში გვაქვს სიმპოზიუმებისა და ვორშოპების გამართვაც... სახლის ტერასაზე კი შეიძლება დიდი ზომის ნამუშევრების დახატვა... ეს იქნება სივრცე არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სხვა მხატვრებისთვისაც"... - ამბობს ბ-ნი მამუკა. ძალიან საინტერესოა თავად შენობა და ოთახების ინტერიერი...
„ჩვენთვის აუცილებელი იყო ასეთი ნავსაყუდელი“ - მამუკა ცეცხლაძის სახლი-სახელოსნო საგურამოში

მომღერალ თამუნა ამონაშვილის სახლი, მისთვის ყველაზე საიმედო ნავსაყუდელია; ამ შენობას ე.წ. ვარსკვლავების სახლსაც უწოდებენ, რადგან შენობაში ბევრი ცნობილი ადამიანი ცხოვრობს. ბინაში საკმაოდაა სანათი და ნათურა, დიდი დატვირთვა აქვს სამზარეულოს, სარკეებს; ინტერიერში შეტანილი აქვს ფენშუის ელემენტები, ყველა კუთხეს თავისი ფუნქცია და დატვირთვა აქვს, შესაბამისად ასეა გადანაწილებული ქოთნის მცენარეები; დიდი ფართობი უკავია პირად გარდერობის ოთახს... მომღერალი ინტერიერის დიზაინითაა დაკავებული. იგი ამბობს: - "პიარადად მე ე.წ. ლაქშემი მიყვარს. როდესაც ბინის დიზაინს ვკიდებ ხელს, არ მიყვარს უბრალო სტილში გადაწყვეტა. ვცდილობ ბინა მდიდრულად გამოიყურებოდეს, ბრწყინავდეს და დროს გაუძლოს"...
„ვცდილობ, ბინა მდიდრულად გამოიყურებოდეს, ბრწყინავდეს და დროს გაუძლოს“ - სტუმრად თამუნა ამონაშვილთან


სტუმრად ვარ "შერეკილეთში"! - ვისთან? ხელოვანებთან - მაია გაბადაძესთან და გენა ეკიზაშვილთან მართლაც რომ ორიგინალურ სამყოფელში - სახლში ხეზე! აქვეა საბაღო კერამიკის ნიმუშები და ჩონჩხის მოძრავი ფიგურა... ყოველივე ეს კი ე.წ. "ნახალოვკაში" იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც წინათ საცდელი ქარხნის შენობა იდგა... ერთმანეთი აკადემიაში გაიცნეს მხატვრული მინის ფაკულტეტზე... არაერთი წელია ქ-ნი მაია კულტურული მემკვიდრეობის აღდგენაზე მუშაობს... ცოლ-ქმარს მონაწილეობა აქვთ მიღებული სამხატვრო აკადემიის ვიტრაჟების აღდგენაში...
სტუმრად „შერეკილეთში“ - ხელოვანი ოჯახის სახლი ხეზე, საბაღო კერამიკის ნიმუშები და ჩონჩხის მოძრავი ფიგურა

პოლიტოლოგ მურუსა ბურდულაძეს, რომელიც წლებია თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, ერთ-ერთ საკონსულოში საპასუხისმგებლო პოზიცია ეკავა... მიუხედავად წარმატებული კარიერისა უარი თქვა ქალაქურ ცხოვრებაზე და კახეთში, სოფ. თოხლიაურში ერთ პატარა და მყუდრო სახლში გადასახლდა და საკუთარი ხელით გააფერადა. 20 წლის მიტოვებული სახლი ისეთ გარემოდ აქცია, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა... წლების განმავლობაში შეგროვებული ძველებური ნივთების საინტერესიო კოლექცია ამ ზღაპრულ სახლს კიდევ უფრო იდეალურსა და ორიგინალურს ხდის... ეს უნდა ნახოთ და იქ ყოფნა ცოტა ხნით უნდა განიცადოთ...
გოგონა, რომელმაც წარმატებული კარიერა და დედაქალაქი დატოვა და სოფელში გადასახლდა

საინტერესოა, თავისთავად ორიგინალურიც გუგა კოტეტიშვილის მეთოდები სახლის ინტერიერის მოსაწყობად: - "როცა სახლის დიზაინს ქმნი, იმ ადამიანის მიხედვით უნდა შექმნა, ვინც იქ უნდა იცხოვროს... დედაჩემისგან ვიცი ასეთი ფრაზა: "რა არის გენიალურობა? ნიჭი, - პლიუს ზომიერების გრძნობა". ბ-ონ გუგას იდეითა და რჩევითაა გადაწყვეტილი მწერალთა სახლის ჰოლი, მისი სამზარეულო, ალექსანდ დიუმას სახლი, ნიზამი განჯელის ოთახი, ოლივერ უორდროპის ოთახი, გალერეის სივრცე, ოთახების კუთხეები... ძველ ნივთებს ხშირად ყიდულობს, რადგან ისინი უფრო ხარისხიანია, ვიდრე თანამედროვე... - "რა ახასიათებს თანამედროვე დიზაინს - მიმბაძველობა!.. დიდი მნიშვნელობა აქვს ტექსტილს, ჩემთვის ნაჭერიც ინტერიერის ნაწილია. და ბოლოს, ნუ უყურებთ მოდას... მყუდრო და გემოვნებიანი ინტერიერი, მყუდრო და გემოვნებიანი იქნება... ეკლექტიკაა, როცა გამოყენებულია სხვადასხვა სტილი, ერთმანეთისაგან განსხვავებული ნივთი, მაგრამ ისინი ერთად თავს კარგად გრძნობენ"...
გუგა კოტეტიშვილის კონცეფცია და რჩევები სახლის ინტერიერის მოსაწყობად


უნდა ნახოთ და ისიამოვნოთ ფრიდა კალოს გაცოცხლებულ მექსიკურ სახლში - მედიტერიანულ-მაროკოული აქცენტები თბილისის უძველეს უბანში. კერძოდ ვერცხლის ქუჩაზე; მოყვარული დიზაინერის, 34 წლის ბიზნესანალიტიკოსის შოთიკო ანდრიაძის საკუთარ ბინაში... უფრო მიმზიდველი რომ გაეხადა ტურისტებისთვის, ისე გარდაქმნა საცხოვრებელი სახლი, რომ შეიქმნა პატარა სივრცეები - ოთახები, სტუდიო, ტერასა - ძველი თბილისის ხედით...
მოყვარული დიზაინერის მიერ შექმნილი ორიგინალური სივრცეები ბებიის დანატოვარ სახლში

სტუმრად ვარ მუსიკოს ზაზა ხუციშვილისა და ხათუნა დოლიძის წალკოტში, თბილისთან ახლოს, ახალდაბაში, სადაც 200-მდე სახეობის ვარდი ახარეს! საინტერესოა ერთმანეთისგან განსხვავებული სივრცეები, შთამბეჭდავია ტყის პირას მოწყობილი საზაფხულო სამზარეულო; შესანიშნავია ბ-ნ ზაზას ხელით გაკეთებული წყლის გუბურა, რომელსაც სიმშვიდე და მყუდროება მოაქვს... ჩვენთან საუბარში ბ-ნი ზაზა ინგლისელი ბაღის დიზაინერის გერტრუდა ჯეკილის სიტყვებს იშველიებს: - "ბაღი უნდა გააშენო არა საჩვენებლად, არამედ გარემოსთან ჰარმონიაში, ამავე გარემოს ენაზე. ის უნდა იყოს ჩუმი სილამაზის სტილი, რომელიც თვალსა და გარემოს ამშვიდებს". ჭეშმარიტად გენიალური სიტყვებია!
თბილისიდან გადასახლებული მუსიკოსის წალკოტი - ზაზა ხუციშვილის აგარაკი, რომლის ეზოც თავად დაამშვენა

"ქართული ლუვრი" - "ერთი ღამის სახლის" საიდუმლო - ვკითხულობ ინტერესით და შენობასაც ვათვალიერებ, რომელიც დღეს "ხელოვნების" სასახლედაა ცნობილი - მასში საქართველოს თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმებია განლაგებული... ისტორიიდან: - ესაა აგრაფინა ჯაფარიძისა და კონსტანტინე ოლდენბურგის, XIX ს. მეორე ნახევარში აშენებულ შეობაში მცხოვრებთა საინტერესო ამბები... ჟურნალში ვრცლად და ამომწურავადაა გადმოცემული.
„ქართული ლუვრი“ - „ერთი ღამის სასახლის“ საიდუმლო და ბანქოში გაცვლილი ცოლი

მართალია, ზემოთ მოკლედ ვისაუბრე იუმორისტ ვახო ბიჭიკაშვილთან სტუმრობაზე, აღმოჩნდა, რომ კიდევ ერთი ჩანაწერი მქონია, ამიტომაც ისევ მივუბრუნდები ნაწერს...
სასიამოვნოდ გახარებული - მასთან და მის მეუღლესთან ერთად სოფო რევიასთან და არაჩვეულებრივ, ულამაზეს შვილებთან - ნიკოლოზთან და ანდრიასთან - სტუმრობით; ვახო: - "ყველაფერი ისე მოვაწყვე, რომ თავი კომფორტულად და მშვიდად გვეგრძნო... ამ სახლში მთელი ჩემი სამყაროა!" მართლაც კარგი ნათქვამია; კედლებს ჩვენი გამოჩენილი მხატვრების - ნიკო ცეცხლაძის, ზურა გომელაურის, ოლეგ ტიმჩენკოს, ანა მაღლაკელიძის, ბექა ხუცურაულის, მამუკა ცეცხლაძის, გია ბუღაძის და სხვათა ნამუშევრები ამშვენებს; მათ გვერდს უმშვენებს თავად ვახოს ორიგინალურად შესრულებული ნახატები... არ გამომრჩენია ულამაზესი აივანი ნაირ-ნაირი სახეობის ქოთნის მცენარეებით, რომელთაც დიდი სიყვარულით უვლიან... ვახო: - "ვერ ვიტყვი, რომ აქ ვერ ვეტევით, ან არ გვაკმაყოფილებს, ის რაც გვაქვს; მაგრამ ძალიან მინდა კერძო სახლი, ეზო ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია; უკვე წამოიზარდნენ, უნდათ ენერგიის დახარჯვა, სირბილი, ცელქობა და აქ კი იმხელა გასაქანი არა აქვთ. ამასთან, როგორც გითხარით, ძალიან გაგვიტაცა მცენარეების, ყვავილების და მიწის სიყვარულმა, მებაღეობისთვის მეტი საშუალება გვექნებოდა და ლამაზ ბაღს გავაშენებდით... იმედია, ეს მხოლოდ ოცნებად არ დაგვრჩება"...


არ გამომრჩენია "გენერლების სახლი" - კარლო კაჭარავას არტჰაუსი - ძმისთვის აშენებული გალერეა, რომელზედაც ქ-ნი ლიკა კაჭარავა მუდმივად ოცნებობდა - ჰქონოდა ფართი ძმის ნახატების გამოსაფენად... და აი, ერთ მშვენიერ დღესაც, კერძოდ 2017 წელს, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორმა შტაფან ვაკვიტცმა მას სოფ. წინამძღვრიანთკარში მიწის ნაკვეთი აჩუქა... და სულ ცოტა ხანში კომფორტული, თანამედროვე შენობის კედლებზე კარლო კაჭარავას "გენერლებმა" და სხვა ნახატებმა დამსახურებულად დაიკავეს თავიანთი კუთვნილი ადგილები". - "მუზები მრავლად ჰყავდა, გვიყვება ქ-ნი ლიკა, თითქმის სულ შეყვარებული იყო და ამ დროს იყო ყველაზე პროდუქტიული; ერთ-ერთი გახლდათ ჰელენა ლუნდბერგი, მის სახეს კარლოს ბევრ ტილოზე შეხვდებით..."
არტჰაუსი - „გენერლების სახლი“, რომელიც კარლო კაჭარავას დამ უსახსოვრა

ცოტა ხნის წინ, კარლო კაჭარავას 120 ნახატი ინგლისში "გაფრინდა". 2021 წლის 11 ოქტომბერს ლონდონში გალერეა "მოდერნ არტში", მხატვრის გამოფენა გაიხსნა, რომელმაც ორ თვეს გასტანა... - "კარლოს ოთახი დღესაც ისეა, როგორც მის სიცოცხლეში. იქვეა ნახატებიც და, რა თქმა უნდა, მათ დაბინავებაზე სულ ვფიქრობდი, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ წინამძღვრიანთკარში სახლს ავაშენებდი, ეს ფანტასტიკის სფეროს სცდება... თავისი ცხოვრების 30 წლის მანძილზე, მან ბევრი მოასწრო... სისტემატურად ხატავდა, ბევრს და სწრაფად - დღის განმავლობაში რამდენიმე საქმეს ერთდროულად იყო მოდებული..."
ჰონორარებისა და ნამუშევრების გაყიდვით შემოსული თანხით, კარლო კაჭარავას სახლის მშენებლობა დაიწყო... - "აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ სახლის არქიტექტორი კარლოს უახლოესი მეგობარი თამაზ კვირიკაშვილია, ხოლო მშენებელი - ადგილობრივი მხატვარი ჯემალ აბულაძე; ავეჯიც მისი ხელითაა დამზადებული: - მაგიდა, სკამები, საწოლები, ნახატების საცავი... ეს ადამიანი დღემდე უვლის კარლოს სახლს, ეზოს... ჩემს ძმას პირადად არ იცნობდა, წარმოუდგენელი და გამაოგნებელია ასეთი კოლეგიალობა, ერთგულება..."

აუცილებლად უნდა ნახოთ საოცარი, უცნობი სახლი გრიბოედოვის ქუჩაზე - თბილისის ისტორიის განუყრელი ნაწილი. სახლი იერსახეს დღესაც ინარჩუნებს; ოთხი ოთახი ქ-ონ ირინა ბოკერიას უკავია, ბინა 1940 წელს შეუძენიათ... თავად ქუჩა XIX ს-ის მეორე ნახევრიდან არსებობს, 1881 წელს მას ალექსანდრ გრიბოედოვის სახელი ეწოდა... ამავე ქუჩაზე, მეორე სახლი თბილისელმა სომეხმა, ვაჭარმა ტუნიბელკოვმა დაუკვეთა იტალიელ არქიტექტორს, რომელმაც ორსართულიანი სახლი ააშენა. წლების შემდეგ სახლი ოთახებად გაიყიდა... მუხედავად ავარიული ვითარებისა, დღემდე აქვს შემონახული ძველი იერსახე...
კიდევ ერთი საოცარი უცნობი სახლი გრიბოედოვის ქუჩიდან - თბილისის ისტორიის ნაწილი


მთაწმინდაზე, ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში მხატვარ ნინო ფერაძისა და ვახტანგ ჭელიძის ბინა-სახელოსნოა - მშვენიერი, ორიგინალური ხედით შესრულებული ნახატებით. ქ-ნ ნინოს ნამუშევრები, საკუთარი სამყაროს სხვადასხვა კუთხით წარმოჩენის მცდელობით გამოირჩევა - არამიწიერი პერსონაჟებით, წაწვეტებული შენობებითა და სახურავებით, წაგრძელებული, წვეტიანი სახეებით... მისი ნახატების გამოფენები და მოეწყო, გერმანიაში, იტალიაში ჰოლანდიაში, ესტონეთში, უნგრეთში, საბერძნეთში, სლოვაკეთში, ნორვეგიასა და იაპონიაში; მისი ნამუშევრები მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში იწონებენ თავს; ქ-ონ ნინოს სარესტავრაციო სამუშაოებიც აქვს ჩატარებული... იგი ამბობს: - "ვერ ვიცხოვრებ ინტერიერში, სადაც კედლებზე ნახატები არ არის"...
ნინო ფერაძის სახლი-სახელოსნო და საოცარი ნამუშევრები

...ერთ დროს ამ ბაღში არ უშვებდნენ ცუდად ჩაცმულ და უტაქტო ქცევის ადამიანებს - ბოტანიკური ბაღის ოთხასწლოვანი ისტორია და დღევანდელობა - საინტერესო, საჭირო წერილია...
ამ ბაღ­ში არ უშ­ვებ­დ­ნენ ცუ­დად ჩაც­მულ და უტაქ­ტო ქცე­ვის ადა­მი­ა­ნებს - ბოტანიკური ბაღის საოცარი ისტორია

საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტის მარიამ ვაშაძისა და ბიზნესმენის, ლექტორის ვანო ბენიძის გემოვნებიანი ბინა "თბილისურ ცათამბჯენშია" გამომწყვდეული; ბინა სამ სართულადაა განლაგებული - X, XI, XII-ზე. მე-12 ღია ტერასაა, მე-11 - სტუმრებისთვისაა, მე-10 - საცხოვრებელია; ყურადღებას იქცევს თეთრ სამზარეულო, მინი როიალი, მისაღები კუთხე, ოთხი სააბაზანო, სასმელების სვეტი, სარკის ჭერით; მარიამ ბარდაძის ფერწერული ტილო, ბარი...
მარიამ ვაშაძისა და ვანო ბენიძის გემოვნებიანი ბინა თბილისურ „ცათამბჯენში“

ინტერესით იკითხება ინტერვიუ და-ძმა გიორგი და ეკა კალანდიებთან; ბატონი გიორგი - ისტორიკოსი, ჟურნალისტი, პროფესორი, არაერთი ექსპედიციის ხელმძღვანელი, წიგნების ავტორ-შემდგენელი კოლექციონერი... - "ყველაფერი მნიშვნელოვანია, რაც ჩემი ცხოვრების მანძილზე შემიძენია, აღმომიჩენია, უჩუქებიათ - მუზეუმში მოვიტანე... ათ წელზე მეტია იგი ხელოვნების ისტორიის სასახლის დირექტორია; - "ნივთებს მაშინ აქვთ ფასი, როცა მათ ადამიანები უყურებენ..." - ამბობს იგი... მათ მიერ მოყოლილი ამბები, წარსულის მოგონებები შთამბჭდავი და მრავლისმთქმელია...
„ნივთებს მაშინ აქვთ ფასი, როცა მათ ადამიანები უყურებენ“ - შინ გიორგი კალანდიასთან


ინტერესით, სიამოვნებით ვსტუმრობდი მარტოობით გაწმენდილი სულის მატარებელი კაცის მემკვიდრეებს - ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს წყალტუბოში, მის აშენებულ საცხოვრისს, კარ-მიდამოს, მის უმცროს შვილიშვილს ოტია იოსელიანს და უნაზეს, უმშვენიერეს, გონიერ მეუღლეს ნუცა ცისკარიშვილს, რომლებიც ქალაქიდან დაბრუნდნენ და სოფლის მეურნეობას მიჰყვეს ხელი... ხელით ვეხებით დიდი ოტიას ხელით გამოთლილ საოჯახო ნივთებს, მის ცხოვრებაგამოვლილ წიგნებს; ვფიქრობ მისი განვლილი გზის ოკრობოკრო ბილიკებზე, რომელიც მან შრომასა და ჯაფაში ვაჟკაცურად გალია...

სახლ-მუზეუმში მოსულ სტუმრებს ახალგაზრდები საკუთარი, უგემრიელესი, ნატურალური პროდუქტებით უმასპინძლდებიან... მათთვის მნიშვნელოვანია მწერლის იდეების სოფლის მეურნეობაში განხორციელება... სახლი ბ-ნ ოტიას 1985 წელს აუშენებია... ნუცა ღიმილით ამბობს: - "როცა ბუნების წიაღში თავისუფლებას იპოვი და მიწას დაუახლოვდები, მიხვდები რა ბედნიერი ხარ".
"დღეს სოფელში ცხოვრება ყველაზე დიდი გამართლებაა 21-ე საუკუნის ადამიანისთვის" - ოტია იოსელიანის შვილიშვილის ოჯახი, რომელიც დიდ მეურნეობას უძღვება

წინაპართა აჩრდილების, დიდებული ადამიანების, ექიმისა და საზოგადო მოღვაწის - მიხეილ გედევანიშვილის, დიმიტრი გედევანიშვილისა და თამარ ციციშვილის სახლ-მუზეუმში მოხვედრა მართლაც რომ ბედნიერებაა... ეს უნდა ნახოთ, დაათვალიეროთ თუნდაც ამ მშვენიერი ჟურნალის ფურცლებზე... მათი დანატოვრის შესახებ, ზოგადად - მათი ცხოვრების გზაზე საინტერესოდ გვიყვება მუზეუმის მოუღლელი დიასახლისი, უშვენიერესი მანანა გედევანიშვილი; - "ბინაში ყველა ფოტო და ნივთი ისტორიას ინახავს - ეს დიდი ფორმატის ფოტოპლაკატი, რომელიც პაპამ ჩამოოტანა, სადაც იმდროინდელი საფრანგეთის გამოჩენილი მედიკოსები არიან ერთად გადაღებული; წლების წინ, ლუვრში, ფრანგული პლაკატის გამოფენაზე ესეც მოხვდა, რომელიც მერე წიგნში შეიტანეს, ჩვენ ეს წიგნი გვაქვს... მამიდაჩემი ქეთო გრიშაშვილის მეგობარი იყო, ლამაზად ქარგავდა, ლითონზე მუშაობდა. ამ ნაზ, არაჩვეულებრივი სილამაზის ქალს ყველა ეტრფოდა. 30 წლისა ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ოჯახისა და ნათესაობაზე მზრუნველი გერმანელი ბებია (დედის დედა) ვილჰელმინა შერცინგერი ყველას ძალიან უყვარდა, სტუდენტი ვიყავი, როცა გარდაიცვალა..."
საოცარი ტაქტითა და გემოვნებითაა ოთახები აფერადებული - ავეჯი, ფარდაგები, ფერწერული ტილოები, ფოტოები.... მიუხედავად დგამის სიმრავლისა, საოცრად გაწონასწორებული სისადავე და სიმშვიდეა; და, არ მიკვირს, რომ ქ-ონ მანანას ასე უჭირს ამ უძველეს, უთბილეს კედლებში რაიმეს გადაადგილება, ან ურესი - შეცვლა...

ზღურბლზე გადაბიჯებისთანავე ხვდები, რომ მე-20 ს-ის დასაწყისში მოხვდი, სადაც თავს იწონებს იპოლიტ ივანოვის მიერ პაპისადმი ნაჩუქარი როიალი, ნინო ჭავჭავაძის სერვიზის ოთხი თეფში, რენტგენის აპარატი, ფრანგული სეკრეტარი, მამიდის ნაქარგი, ილია ჭავჭავაძის თხზულებანი, ოთარ იოსელიანის ნახატი, ჰოლანდიური მასიური კარადა, პაპის კაბინეტი - წიგნების კარადებით, სამუშაო მაგიდით, რომელზეც ნივთები ისევ ისე ალაგია; ძველებური ბუხარი... ერთ-ერთი უმშვენიერესი ექსპონატია მრგვალი მაგიდა - თავმოსაწონებელი ისტორიით, მის ირგვლივ ისხდნენ: ილია, აკაკი, ვაჟა, ივანე მაჩაბელი, იაკობ გოგებაშვილი...
- "პაპა - ფსიქიატრიული საავადმყოფოს პირველი დირექტორი, 25 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა მას - საკუთარი სახლის პირველ სართულზე მრავალპროფილური საავადმყოფო ჰქონდა... გაჭირვებულებს უფასოდ მკურნალობდა... არჩეულ იქნა ქალქის სათათბიროს წევრად; პაპის ძმაც დავითი - ცნობილი ნევროლოგ-ფსიქიატრი ყოფილა... პირველი ფიზიოთერაპიისა და რენტგენის კაბინეტი საქართველოში პაპამ გააკეთა; რენტგენის აპარატი მან პარიზში შეიძინა... ხშირად ურეკავდნენ პეტერბურგიდან, სწერდნენ კიდეც, რომ აპარატი მათთვის მიეყიდა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა... მიხეილს დედა ადრე გარდაეცვალა, მამამისი ოფიცერი გახლდათ, რუსულ გარემოცვაში იზრდებოდა, გიმნაზიაში რუსულ ენაზე სწავლობდა, ამიტომაც ქართულად ვერ ლაპარაკობდა; მამა რომ ფულს უტოვებდა ტკბილეულის საყიდლად, იმ თანხას აგროვებდა. იყიდა ლექსიკონი და გადაწყვიტა, რომ ქართული ენა თავისით ესწავლა - "სირცხვილია, რომ ქართველმა ქართული ენა არ ვიციო..." გიმნაზია რომ დაამთავრა, ქართულს უკვე არაჩვეულებრივად ფლობდა...
პაპა გულგრილი იყო ავეჯისა და ნივთების მიმართ, მაგრამ როცა გაიგო, რომ ეს გრძელი მაგიდა გრიგოლ ორბელიანს ეკუთვნოდა და შთამომავლები ყიდდნენ, წუთიც არ დაფიქრებულა - მაშინვე იყიდა... 1912 წელს მრგვალ მაგიდასთან მუშაობდნენ, როცა ილიას თხზულებების კრებული გამოსაცემად მზადდებოდა. მიხეილი თავად იყო რექტორი და 1914 წელს მისი ხარჯით გამოიცა წიგნი, რომელიც გამოწერით გავრცელდა. ჩვენთან პოლონელი ელჩი სტუმრობდა, მან ნახა ილიას "თხზულებანი" და ყოველ ჯერზე ათვალიერებდა, ძალიან მოსწონდა პოლონელი მხატვრის ჰენრიხ ჰრინევსკის ფერადი ილუსტრაციები... ეს გამოცემა ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს და ელჩი ბუკინისტებთან ეძებდა წიგნს; როცა მიაგნო და იყიდა, უზომოდ ბედნიერი იყო"... /მასალა ვრცელი და ძალიან საინტერესოა, ჟურნალში წაიკითხეთ.../ დატკბით სათანადო ფოტომასალით.../
მაგიდა, რომლის ირგვლივ ისხდნენ ილია, აკაკი, ვაჟა... რენტგენის პირველი აპარატი - მიხეილ გედევანიშვილის სახლი ისტორიული ნივთებით და მოგონებებით

ჟურნალისტებმა და პიარკონსულტანტმა მანანა გეგიძემ და მისმა მეუღლემ ჟურნალისტმა, პოეტ-რობაისტმა ელგუჯა მარღიამ თბილისში სამსართულიანი სახლის კარი გამოკეტეს და საგურამოსთან ახლოს, ბურიანში დასახლდნენ... სადაც ღამღამობით ხშირადც ისმის - მგლის ყმუილი, ტურების კივილი, მელიების წკავწკავი, დღისით კი ხიდან ხეზე მოხტუნავე ციყვების და სხვადასხვა ჯიშის ფრინველების გადაძახილ-გადმოძახილი... სახლის ირგვლივ კი ხის ტოტებისგან და ძველი ნივთებისგან შექმნილი დეკორი იქცევს ყურადღებას. ბატონ ელგუჯას თქმით, მისი სურვილია, რომ ეს ადგილი ეთნოგრაფიული კუთხით იყოს მიმზიდველი... - "აქ გადმოსვლამ ჩემს შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია, ფაქტობრივად ჩემი წიგნები უკვე აქ იწერება. ეს ბუნება ფიქრისთვის განგაწყობს. ჟან კოკტოს ნათქვამია - "ადამიანს პლიუს ბუნება - უდრის ხელოვნებას"... ამ არეალში ხშირად დავხეტიალობ, მოვლილი მაქვს აქაურობა, უთოფო მონადირე ვარ - ლამაზ კადრებზე ვნადირობ... არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ განსხვავებული და საინტერესო დეტალების შექმნას, ალბათ, მაისში "გავიხსნებით" სტუმრებისთვის. მინდა რობაის ქოხში საინტერესო, შემეცნებითი და საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართოს... ჩემი სამაგიდო წიგნია გენიალური ჰენრი დევიდ ტოროს "უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება"... მხედველობოდან არ გამოგვრჩენია რობაიებით მორთული კედელი, რომელიც "ქართული ბრენდის დღისა" და საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილმა" დაამზადა...
ზღაპრული გარემო, რომელიც ცოლ-ქმარმა თავისი ხელით მოაწყო და ყველას აღაფრთოვანებს - პოეტის ქოხი ბურიანიდან


ინტერესით იკითხება წერილი - "მწერალთა სახლის ქრონიკები"... 20-იან წლებში ამ სახლს "ხელოვნების სასახლეს" უწოდებდნენ - ულამაზესი ბუხრებით, ჭაღებით, ბრებით, შპალერით, საერთოდ ინტერიერით... მყუდრო ეზო-ბაღით...
ასევე "ზემო ვარძიის დედათა მონასტრის ყოველდღიურობაზე"... /"თუ როგორ იყენებენ დღეს თექას და როგორ ვითარდება დღეს ხელოვნების ეს დარგი" - საუბრობს სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქსოვილების დამუშავების სახელოსნოს ხელმძღვანელი სილვა წერეთელი/. სიამოვნებით გავეცანი წერილებს - "ძველი თბილისური კაბების არაჩვეულებრივი გამოფენა". "უეკლო მაყვალი - რომელიც ამერიკელმა ბიზნესმენმა 1994 წელს საქართველოში ჩამოიტანეს".
სიამოვნებით დავათვალიერე ცნობილი ექიმის კოტე მათათიშვილისა და მისი მეუღლის დიზაინერ ეკა ბალანჩივაძის დაპროექტებული "ციხესიმაგრე"...
ვეწვიე ნანა მჭედლიშვილის ყვავილებით სავსე ბინას, ინტერესით ვიმოგზაურე ფაიფურის სამყაროში.
სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა გია ჯაჯანიძის ბინის ინტერიერმა, ორიგინალურმა ძველმა ნივთებმა, მისმა სიამაყემ - ულამაზესმა, უძვირფასესმა ქვების კოლექციამ...
ძველი ნივთებისა და ძვირფასი ქვების კოლექცია გია ჯაჯანიძის სახლში და რატომ ოცნებობს სირაქლემაზე ცნობილი წამყვანი?

დიზაინერი გია მიქელაშვილის ბინა ნამდვილად ამართლებს მის მიერ გამოთქმულ აზრს: - "სილამაზე სიმარტივეშია..."
საინტერესო იყო, გამოცდილი არქიტექტორის - თომა აბაშიძის მდიდარი შემოქმედებითი გზის გაცნობა-გაზიარება...
ასევე, ახალგაზრდა მოქანდაკის ლევან ბუჯიაშვილის შემოქმედებითი გარემოს გაცნობა... დავათვალიერე ვიტრაჟის დახვეწილი ნამუშევრები - "გამოფენა" მის შემქმნელ ხელოვანთან - ირაკლი თორიასთან...
საინტერესო, ულამაზეს ვიტრაჟებს ქმნიან მხატვრული მინის დიზაინერი მარიამ შავაძე და მისი მეგობარ მხატვარი მერაბ მიქელაძე...
სანახავია, უთუოდ, ხატმწერი დეკორატორის, რესტავრატორისა და ფერმწერის თამუნა თოიძის ორიგინალური, ფერადი სამყარო...
ქ-ონ დალი ჩიტალაძის ბინა გამოირჩევა გემოვნებიანი ინტერიერითა და, თავად მასპინძლის დახვეწილი ესთეტიკით... გარკვეულ შთაბეჭდილებას ტოვებს რომაულ-ეგვიპტური სტილის სამეული, ვერსაჩეს ავეჯი და სხვა... სიმყუდროვის განცდით...

დალი ჩიტალაძის სახლი ვერაზე - მოდერნი, რომაულ-ეგვიპტური შტრიხებით

გამოჩენილი მსახიობის ედიშერ მაღალაშვილისეულ სახლში სტუმრობა ერთი სიამოვნებაა - ჯერ დიდი სივრცის გამო, მერე ინტერიერში ძველისა და ახლის საოცარი შერწყმით; ანტიკური ნივთებით, ფერწერული ტილოებით, ფოტოებით, სუვენირებით, ავეჯით, მოგონებების უწყვეტი ჯაჭვით... გრჩება შთაბეჭდილება, რომ რომელიღაც სპექტაკლის თანამონაწილე ხართ... გიდობას ცნობილი ნეიროქირურგი გოგი მაღალაშვილი გვიწევს...
სტუმ­რად ედი­შერ მა­ღა­ლაშ­ვი­ლი­სე­ულ სახ­ლ­ში... - სადაც ახლა ცნობილი ქირურგები ცხოვრობენ

თეონა ბაღათურიას ინტერიერის დიზაინით გატაცებამ სახლის გემოვნებით მოწყობაში ხელი შეუწყო და შედეგიც მიიღო, ადრე ჩაფიქრებული სტილით შესანიშნავი, ორიგინალური ბინა გამოუვიდა: - "ვფიქრობ, სახლს მაშინ ჰქვია "შენი", როდესაც მისვლა მიგეჩქარება და იქ ხარ ის, ვინც ნამდვილად ხარ, მე ეს გამომივიდა, ჩემი ბუდე ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა"...
„თავიდანვე ვიცოდი, რა სტილის მინდოდა ყოფილიყო ჩემი სახლი“ - დიასახლისის გემოვნებით მოწყობილი ბინა, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობს

ლალიკო მაღრაძის მიერ ბინისთვის შექმნილი მშვენიერი, ორიგინალირი ნივთები მნახველზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს...
ასევე, ნანა ყაულაშვილის - "სევდიანი თოჯინების სახლი"... დაუღალავი შრომის შედეგია.
დიდებული სანახავია, ცნობილი დიზაინერის ლაკო ბუკიას თბილისური სახლი და აგარაკი წყნეთში...
ცნობილი დიზაინერის თბილისური სახლი და აგარაკი წყნეთში

დიზაინერ ნანუკა გოცაძესთან სტუმრობამ აშკარა გახადა მისი ესთეტიკური მოტივები...
ქ-ონ მარინა ბერიძის არტბინის ინტერიერი ძველისა და თანამედროვე ინტერიერის გონივრული გადაწყვეტით გამოირჩევა, ინტელიგენტური სიმყუდროვითა და სასიამოვნო მუსიკით გაჯერებული...
" არ მიყ­ვარს ცი­ვი სახ­ლე­ბი, სა­ი­და­ნაც ვერ გა­ი­გებ, ვინ ხარ" - მა­რი­ნა ბე­რი­ძის არტბი­ნა ვაკეში

ხვიჩა მაღლაკელიძის ორიგინალირი ინტერიერის ბინა - საოცრად პოზიტიურია, იუმორით, გიტარის ხმებითა და მელოდიათა ფერადებით გაჟღენთილი...
ექიმმა თინა ბედენაშვილმა დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეუღლესთან ერთად, კერძო სახლი ააშენა და ლამაზი ბაღიც გააშენა - გლიცინიებისა და ბამბუკის ულამაზესი ხეივნით...
"რომ გადმოვედით, ეს სახლი ბოსელს ჰგავდა..." – როგორ აქციეს "ბოსელი" კომფორტულ ბინად მაღლაკელიძეებმა

საინტერესოა დიზაინერ სანდრო მჭედლიძის მოდური სანათების ორიგინალური, - პრაქტიკული კოლექცია ინტერიერისთვის...
ასევე, სანახავია ოთხშვილიანი დედის, ხელოვანის ნინო ღარიბაშვილის ხელნაკეთი ნივთების ზღაპრული სამყარო...
მრავალშვილიანი ხელოვანის ზღაპრული სამყარო და მისი სახლის საოცარი ინტერიერი

მშვენიერია თბილისელი ქალბატონის - მანო გაბურის საკუთარი დიზაინით მოწყობილი "ჩიტის ბუდე"...
მანო გაბურის გემოვნებიანი ბინა და საოცარი ტერასა თბილისის ცენტრში


საყურადღებოა სალომე ასათიანისა და ზვიად მეფარეს, შემოქმედებითი წყვილის, შინაგანი სამყარო, ასევე ყვავილებით სავსე გარემო...
საინტერესოა შემოქმედი ქალბატონის, მხატვრის ნატალია გვინჩიძის ორიგინალირი დეკორატიული ნივთები.
დიზაინერი გიორგი მუჩიაშვილი თამამად აცხადებს, რომ - "დასავლეთის ქვეყნებში პოპულარული ფლუგერი ფეხს საქართველოშიც იკიდებს..." თავადაც ამ საქმით არის დაკავებული...
სანახავია პროფესიით არქიტექტორის, ქართველი დიზაინერის კრეატიული, განსხვავებული და უჩვეულო ნივთები, რომლებიც მსოფლიოს აოცებს - საუბრობს ლევან ლომინაშვილი.
მშვენიერია - მომღერალი ნინო ძოწენიძისა და კომპოზიტორის, მუსიკალური პროდიუსერის გიგა კუხიანიძის სახლში ნანახი უნიკალური, ხელნაკეთი ავეჯი...
უნიკალური ხელნაკეთი ავეჯი ნინო ძოწენიძისა და გიგა კუხიანიძის სახლში - დაათვალიერეთ

ნანა შონიას ბინა საოცარია: - ნახატებით გაფერადებული კედლები, შირმებით, ფარდაგებით და მოხატული ფორტეპიანოთი...
ნანა შონიას საოცარი სახლი - ნახატებით „გაფერადებული“ კედლები, შირმები, ფარდაგები და...

ქეთი დოლიძე - პიროვნულად საინტერესო, ორიგინალური აზროვნების, ხელოვანთა ოჯახში აღზრდილი... დიახ, მასთან ვარ სტუმრად, იმ ბინაში, რომელშიც დაიბადა, გაიზარდა და, რომ 1945 წლის შემდეგ აქ არაფერი შეცვლილა...
ძალიან გამახარა წიგნების სიმრავლემ; საინტერესო ადამიანების ფოტოებმა, ფერწერულმა ტილოებმა, აფიშებმა... ძალიან მომეწონა შვილიშვილის ნახატი უამრავი პერსონაჟითა და შენობა-ნაგებობებით... დამასევდიანა თორნიკესადმი ხევსური ბიჭის ნაჩუქარმა ნახატმა, დღემდე ვფიქრობ ცილინდრიანი კაცის მზერაზე - სად და რას უყურებს ასე მიშტერებით?! გაოცებულ-გაკვირვებული შემოგვცქერის ფარაჯანოვის ნაჩუქარი "კენტავრი"... შესანიშნავადაა ჩაფიქრებული "კუკარაჩას" აფიშა... შთამბეჭდავია ავსტრიული მასიური ბუფეტი - მასზე დამაგრებული ლითონის წრეში ავსტრიის ერთ-ერთი კანცლერის პორტრეტით... მიხეილ თუმანიშვილის პორტრეტი, მის მიერ ნაჩუქარი ხისგან გამოთლილი კაცუნა... აფრიკული სუვენირები... ბუხრის თავზე დედის დაუმთავრებელი ფერწერული ტილო... ორი ბუხარი... კვლავ ვიმეორებ, უამრავი წიგნი - ყველგან, ყველა ოთახში, რომელიც გარკვეულ სისადავეს აძლევს ვრცელი ბინის ინტერიერს...
- "სახლში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩემთვის, ესაა ბიბლიოთეკა. ჩემი მეგობრის სლავა კალინინის გენიალური სურათი "აღდგომა", მხატვარი ლოს-ანჯელესში გადასახლდა. "სოთბის" აუქციონზე მილიონებს იხდიან მის ნამუშევრებში... ზურაბ გომელაურის ადრეული ნამუშევარი - ყველაზე საუკეთესოა მის შემოქმედებაში. ჩემი უახლოესი მეგობრის ოთარ იმერლიშვილის ორი ტილო მაქვს...

მე ვარ მშვილდოსანი და ამავე დროს კენტავრი, რომელიც ჩემი ზოდიაქოს სიმბოლოა. სერგო ფარაჯანოვს ძალიან ვუყვარდი, ჩვენ ვმეგობრობდით... ედინბურგის კანცლერმა დამაჯილდოვა საპატიო სიგელით... კარადის თავზე პრიზები აწყვია - მამაჩემის პირველი "პრომეთე" და ჩემი "ოქროს ფრთა", დანარჩენი თორნიკეს ჯილდოებია... ესაა ჩემი სადიპლომო სპექტაკლის კარი, გოგი მესხიშვილის არაჩვეულებრივი ნახატით... ჩემი ყველაზე დიდი დაფასება - "თამარ მეფის" ორდენია!
კამოდის თავზე, რაც კი პატარა ფიგურებია დაწყობილი, ჩემი შვილიშვლის გაკეთებულია რვა წლის ასაკში! ახლა იგი 16 წლისაა - ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული და სიამაყეა... ეს ნახატი, ახლახანს, ახალგაზრდა მხატვრის ლელა მჭედლიშვილისგან საჩუქრად მივიღე. ძალიან მიყვარს ლიტველი რეჟისორის რიმას ტუმინასის ნაჩუქარი სუვენირები. შემომრჩა ბავშვობისდროინდელი ერთადერთი თოჯინა, რომელიც საფრანგეთიდან ჩამომიტანეს... [ჩემს ბავშვობაში ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ რეჟისორი სიკო დოლიძის სახლში ოდესმე მოვხვდებოდი... ასე, - "შინაურულად" ... ლ.ქ.]
ქეთი დოლიძის მშობლიური სახლი და ძვირფასი ნივთები, რომლებიც სახლის ბინადართა ისტორიას ჰყვებიან

პატივისცემით ერთგული მკითხველი ლეილა ქიტოშვილი-სახლთხუციშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები